ჩვენს შესახებ

მაღალი ხარისხის კვების პროდუქტების წარმოების მიზნით, 2013 წლის მარტში, ქ.თბილისში დაარსდა ჩვენი კომპანია შ.პ.ს. „Natural Products“.

მაღალი კლასის სპეციალისტებთან თანამშრომლობით, 2014 წლის მარტში გავხსენით ჩვენი პირველი თევზის შესაბოლი ქარხანა.

ქარხანაში დაინერგა, საწარმოს ხარისხის და უვნებლობის კონტროლის საერთაშორისო სისტემა HACCP.
წარმოების სრული ციკლი მიმდინარეობს, კვების პროდუქტების წარმოების, ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად.
სისტემატური ლაბორატორიული კვლევებით კონტროლდება საწარმოს ჰიგიენური მდგომარეობა და პროდუქციიც უვნებლობა.

 

ნედლეული, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, არის უმაღლესი ხარისხის, ატლანტიკური, გაყინული სკუმბრია, ე.წ. ცივი წყლების რეგიონიდან - FAO27.

შესაბოლად მომზადების ეტაპზე, დიდ ყურადღებას ვანიჭებთ თევზის იდეალურად გამოშიგვნას და ცივი წყლით რეცხვას.

შებოლვა ხორციელდება ბუნებრივი და ტრადიციული გზით, შესაბოლ-თერმო კამერაში, მუხის ნაფოტის ბოლით.
საღებავის და არომატის გამაძლიერებლების გარეშე.

ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ, როგორც ცხლად, ასევე, ცივად შებოლილ სკუმბრიას. როგორც მთლიანს (თავით), ასევე, უთავოს და ფილეს.

შებოლილი თევზის უსაფრთხო შენახვისთვის, ვიყენებთ ვაკუუმურ შეფუთვას ინერტული აირის მიწოდებით.

ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა დელიკატური არომატით და განსაკუთრებული გემოთი.
არ შეიცავს გმო-ს.